A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კვა კვი

კვიეტიზმი

Etym. ლათ. quietus, სიტყვიდან quies „სიმშვიდე“
It. Quietismo
მისტიკურ-რელიგიური კონცეპცია, რომელიც ღმერთთან ერთიანობის მიღწევას ესწრაფვის სრული პასიურობისა და მჭვრეტელობის გზით, რასაც ადამიანის ნებისა და სურვილის სრული დათრგუნვა მოჰყვება. ამ მიმართულების მოძრაობები არსებობდა V საუკუნეში, ევტიქიანელთა შორის, XIV საუკუნეში ათონელ მონაზვნებსა და გვიანი შუა საუკუნეების მისტიკოსებს შორის. მოძრაობის მთავარი წარმომადგენელია ესპანელი მღვდელმსახური მიგელ დე მოლინოსი (1628-1696), ავტორი წიგნისა Guia espiritual, რომელიც 1675 წელს საეკლესიო ხელისუფალთა ნებართვით გამოიცა. მის მიმართ სხვადასხვა მხრიდან გამოთქმული მრავალრიცხოვანი ბრალდებების შედეგად, 1685 წელს მოლინოსი დააპატიმრეს. ინკვიზიციის წინაშე მისი სასამართლო პროცესი 1687 წელს მისი ნაწერიდან აღებული 68 დებულების დაგმობით დასრულდა. მოლინოსმა უარყო თავისი დებულებები, თუმცა, ამის მიუხედავად, სიცოცხლის ბოლომდე საპყრობილეში დარჩა. მისი გავლენა განსაკუთრებით განიცადეს ჟან-მარი დე ლა მოტ გუაიონმა (1648-1717), ეპისკოპოსმა ფ. ფენელონმა (1651-1715) და იტალიაში, გერმანიასა და ინგლისში გავრცელებული პიეტიზმის მიმდევრებმა. მოძრაობის აქტიური მოწინააღმდეგე იყო ეპისკოპოსი ჯ. ბ. ბოსუე (1627-1704), რომელმაც, ლუდოვიკო XIV-ის მხარდაჭერით, მიაღწია ინოკენტი XII-ის მიერ ფენელონის 23 დებულების დაგმობას ნაშრომიდან Explication des Maximes des Saints sur la vie intérieure (epistole Cum Alias, 1699).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9