A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

NI NO NU
NON

Non expedit

Etym. ლათ. გამოთქმა, „არ არგებს“, „არ შეშვენის“
ფორმულა, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ რომის კონგრეგაციები, როცა მიზანშეწონილობის გამო უარყოფით პასუხს იძლევიან რამე შეკითხვაზე. ფორმულამ სპეციფიკური მნიშვნელობა შეიძინა და ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც იტალიელ კათოლიკეთათვის არჩევნებში მონაწილეობისა და, ზოგადად, პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვის მიზნით იქნა გამოყენებული. ამგვარი განცხადება მოჰყვა შედეგად წმიდა საყდრის მიერ ტერიტორიების დაკარგვას, რამაც პონტიფექსთა პოლიტიკური ძალაუფლების დასასრული გამოიწვია (XIX საუკუნის მეორე ნახევარი). მსგავსი შინაარსის პირველ განცხადებად იქცა საღმრთო პენიტენციარიუმის 1874 წლის 10 სექტემბრის დეკრეტი. მოგვიანებით ლეონ XIII-ის მიერ მოწონებულ წმიდა დაწესებულების დეკრეტში (1888 წლის 30 ივნისი) იგივე პრინციპია გატარებული. ენციკლიკაში Il fermo proposito (1905 წლის 11 ივნისი) პიუს X-მ განსაკუთრებულ ვითარებაში პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის ნება დართო კათოლიკეებს, თუმცა არ გაუუქმებია Non expedit. ფორმალურად Non expedit 1919 წელს, პაპმა ბენედიქტე XV-მ გააუქმა, როცა იტალიიის სახალხო პარტიის დაფუძნების ნება დართო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9