A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

LA LE LI LO LU
LEC LET LEX

Lectio continua

Etym. ლათ. გამოთქმა
ლიტურგიაში ბიბლიის „გაგრძელებული კითხვა“, რაც იმაში მდგომარეობს, რომ კითხვა იმ ადგილიდან გრძელდება, სადაც ის წინა მსახურების დროს შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად დამკვიდრებულ სისტემას ნახევრად გაგრძელებული კითხვა შეიძლება ეწოდოს, უნდა ვაღიაროთ, რომ განხორციელდა დადგენილება Sacrosantum concilium-ში გამოთქმული სურვილი: „იმ მიზნით, რათა ღმრთის სიტყვის ნადიმი მორწმუნეებს უფრო უხვად მიწოდოს, საჭიროა ბიბლიის საგანძურთა უფრო ფართოდ გახსნა, იმგვარად, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში ხალხს საღმრთო წერილის უმნიშვნელოვანესი ნაწილი წაეკითხოს“ (51).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9