A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საიდუმლონი

Etym. ლათ. sacramentum (სიტყვიდან sacrare „კურთხევა“)
It. Sacramenti
საიდუმლონი მადლის ქმედითი ნიშნებია. ისინი იესო ქრისტემ დაამკვიდრა და მიანდო ეკლესიას ადამიანთა წმიდაყოფისათვის. საიდუმლონი შვიდია: ნათლობა, კონფირმაცია, ანუ მირონცხება, ევქარისტია, მონანიება (აღსარება), სნეულთა ცხება, ხელდასხმა და ქორწინება. სათანადოდ აღსრულებული საიდუმლონი იმ მადლს ანიჭებენ, რომელსაც აღნიშნავენ. მათს ქმედითობას მათში თვით ქრისტეს ქმედება განაპირობებს. ამგვარად, საიდუმლონი მოქმედებენ ex opere operato (სიტყვასიტყვით: „თვით ქმედების შესრულების ფაქტის ძალით“), ერთხელ და სამუდამოდ აღსრულებული ქრისტეს მხსნელი ქმედების ძალით და არ არის დამოკიდებული მღვდელმსახურის პიროვნულ სიწმიდეზე (შდრ. CCC, 1113-1134).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9