Etym. ლათ. sigillum, კნინობითი ფორმა სიტყვისა signum „ანაბეჭდი“ და sacramentale „საიდუმლო“ პირობა, რომელიც უნდა დაიცვას აღმსარებელმა და აგრეთვე, აუცილებლობის შემთხვევაში, მთარგმნელმა, არ გაამხილოს მონანიე მორწმუნის აღსარების შინაარსი (შდრ. CIC, კანნ. 983- 984). ამ წესის დამრღვევისთვის არსებული სასჯელის საკითხზე იხილეთ კანონიკური სამართლის კოდექსი (კან. 1388).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4