A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

საიენტოლოგიის ეკლესია

It. Scientology, chiesa di/Dianetics
1954 წელს, კალიფორნიაში ლაფაიეტ რონალდ (რონ) ჰაბარდის (1911-1986) მიერ დაარსებული ფსევდორელიგიური მოძრაობა. 1950 წელს გამოქვეყნებული ჰაბარდის წიგნი „დიანეტიკა: გონებრივი სიჯანსაღის თანამედროვე მეცნიერება“ ბესტსელერად იქცა. მოძრაობის საკვანძო ცნებაა „დიანეტიკა“ (ბერძ. diá „მიღმა“, „მეშვეობით“ + noûs „გონება“, „გონიერება“), რომელიც განმარტება როგორც „სულიერი სიჯანსაღის მეცნიერება“, რაც გონების გაძლიერებასა და აზროვნების თავისუფლების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. ამ მიზნებს სწავლების მიმდევარი მიაღწევს შვიდი, ერთი მეორეზე უფრო ძვირადღირებული კურსის გავლით. ამჟამად საიენტოლოგიის ეკლესია, რომელიც თავს მსოფლიო სიბრძნის საუკეთესო სკოლათა კონცენტრატს უწოდებს, დაახლოებით ოცდაათამდე ქვეყანაშია გავრცელებული და 400 000-მდე მიმდევარს ითვლის. ამ უეჭველად ფსევდორელიგიური ჯგუფის – საიენტოლოგიის ეკლესიის – ყოვლისმომცველი პროზელიტური საქმიანობა, რომელმაც მრავალი საზრუნავი გაუჩინა სასამართლოებსა და პოლიციას მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდა მოხალისეთა აქტიურობას ეფუძნება: სექტაში ახალი მიმდევრების მიზიდვა მოხალისეებს საშუალებას აძლევს, გადაიხადონ ეგრეთ წოდებული სულიერი გათავისუფლების კურსების საფასური.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9