![]() |
![]() | |
აღნიშნავს:
ა) წმიდა ფრანცისკე სალელის მისიონერებს ანესიდან. კონგრეგაცია 1838 წელს დააარსეს ეპისკოპოსმა ჯ. რეიმ და პ. მერმიემ, 1843 წელს ის გრიგოლ XVI-მ დაამტკიცა; ეხმარება ღარიბებს, მოზარდებსა და არაკათოლიკეებს;
ბ) წმიდა ფრანცისკე სალელის საზოგადოებას (Societas sancti Francisci Salesii, 1946 წლიდან ეწოდება „დონ ბოსკოს სალეზელნი“). 1859 წელს ტურინში წმიდა იოანე ბოსკოს მიერ დააარსებული და 1874 წელს პაპ პიუს IX-ს მიერ დამტკიცებული მღვდელთა და საერო ძმათა ეს კონგრეგაცია დაკავებულია მოზარდთა აღზრდითა და განათლებით, განსაკუთრებულ ყურადღებას კი აქცევს რისკის ჯგუფში მყოფ ახალგაზრდებს; თავის მფარველად წმიდა ფრანცისკე სალელს მიიჩნევს. იოანე ბოსკო (1815-1888, კანონიზებულია 1934) 1841 წლიდან მუშაობდა, როგორც მღვდელი, ტურინელ ახალგაზრდებთან, რომელთათვისაც დააარსა ორატორიუმები, სადაც მათ დღის განმავლობაში შეეძლოთ ყოფნა, და საგანგებო სკოლები. იგი მნიშვნელოვან სამოციქულო საქმიანობას ეწეოდა ბეჭდვითი საშუალებებით. დონ ბოსკოს სალეზელნი მარტივ აღთქმებს დებენ; გარდა სამრევლო სამწყსო საქმიანობისა, საგანგებო სამწყსო ამოცანებსაც ასრულებენ (ახალგაზრდებთან მუშაობა, სულიერი წვრთნები, პუბლიცისტიკა, სახალხო და წარმართთა შორის – ad gentes – მისიონერობა). 1964 წლიდან აქვთ თავიანთი საკუთარი, პაპის უნივერსიტეტი რომში (მანამდე - ტურინში). იტალიიდან სალეზელნი სწრაფად გავრცელდნენ ჯერ საფრანგეთსა და ესპანეთში, შემდეგ - მსოფლიოს მრავალ სხვა ქვეყანაში;
გ) წმიდა ფრანცისკე სალელის მოწესეთა კონგრეგაციას (Oblati di San. Francesco di Sales), რომელიც 1873 წელს ტრუაიეში ა. ბრისონმა დააარსა. ორგანიზაცია 1887 წელს ლეონ XIII-მ დაამტკიცა. მისი წევრები ახალგაზრდებთან მუშაობენ და მისიონერობას ეწევიან;
დ) დონ ბოსკოს დათა ორგანიზაციას, რომელიც 1872 წელს დონ ბოსკომ და მარია მაცარელომ დააარსეს სახელწოდებით „მარიამ შემწის ქალიშვილები“. მისი წევრები გოგონებთან მუშაობენ და მისიონერულ საქმიანობას ეწევიან;
ე) სალეზელ თანამშრომელთა ღმრთისმოსავ გაერთიანებას (Pia associazione dei cooperatori salesiani), რომელიც 1850 წელს დონ ბოსკომ დააარსა და 1876 წელს პიუს IX-ს მიერ იქნა დამტკიცებული. ის მესამე ორდენს შეესაბამება და მისი წევრები კათოლიკური ქმედების სულისკეთებით საქმიანობენ.
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |