A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამარიელნი

It. Samaritani
სახელი სამარიელნი (2 მეფ. 17:29; septuaginta: samarítai) აღნიშნავს მთიანი რეგიონის, სამარიის, მაცხოვრებლებს, წარმართი და ებრაელი ხალხების ნაზავს, წარმოქმნილს ასურელთა დეპორტაციის შემდეგ, რომლებმაც ჩრდილოეთის სამეფოს დანგრევის შემდეგ, ქრისტემდე 722 წელს აქ უცხო ტომთა ჯგუფები დაამკვიდრეს. რელიგიურ შეხედულებათა აღრევის შედეგად აქ ჩამოყალიბდა იაჰვეს სინკრეტისტული კულტი, რომელმაც გამოიწვია იერუსალემის მართლმორწმუნეობასთან მზარდი დაპირისპირება და გააღრმავა ჯერ კიდევ 926 წელს, ისრაელის დიდი სამეფოს ჩრდილოეთისა და სამხრეთის სამეფოებად დაშლის დროიდან არსებული ბზარი. სამხრეთის სამეფოს მოსახლეობის განდევნის პერიოდში (ქრისტემდე 587-538) სამარიელნი ერთადერთი ჭეშმარიტი რწმენის „მცველებად“ (ებრ. „შომრონიმ“) მიიჩნევდნენ თავს, თუმცა ნეემიამ ისინი ტაძრის აღდგენის პროცესიდან გარიყა. იერუსალემის სამღვდელო კოლეგიის შიგნით არსებულმა დაპირისპირებამ და ეზრას რეფორმაზე უარის თქმამ გამოიწვია კულტურული დაშორიშორება და გარიციმის მთაზე (შიხემ-ნაბლუსის მახლობლად) საკრებულოს დაარსება. იესოს დროს საკმაოდ მწვავე იყო სამარიელთა დაპირისპირება იუდეველებთან (მათ. 10:5; ლუკ. 9:52, შმდ.; იოან. 4:4, შმდ.). იესომ დაიახლოვა სამარიელნი და მაგალითად დასახა ზოგიერთი მათგანის ქცევა (ლუკ. 10:30-37, იგავი კეთილი სამარიელის შესახებ). ისტორიის მანძილზე სამარიელებმა არაერთგზის განიცადეს დევნა. დღეს ისინი მხოლოდ რამდენიმე ასეულს მოითვლიან და ცხოვრობენ ნაბლუსსა და ხოლონში, თავს უძველესი ებრაული კულტის მიმდევრებად მიიჩნევენ და საღმრთო წერილად მხოლოდ ხუთწიგნეულს აღიარებენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9