A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებანი

It. Società di vita apostolica
კანონიკური სამართლის კოდექსის თანახმად, ამგვარი ორგანიზაციები ასიმილირებულია სამოწესეო ცხოვრების ინსტიტუციებთან (CIC, კან. 731, ნაწ. 1), რადგანაც მათი წევრები, მიუხედავად იმისა, რომ არ დებენ სამოწესეო აღთქმებს, ესწრაფვიან ამ ინსტიტუციათათვის დამახასიათებელ სამოციქულო მიზნების განხორციელებას და ძმური და ერთობლივი ცხოვრებით ცდილობენ გულმოწყალების სრულყოფას წესდებათა დაცვის მეშვეობით (CIC, კან. 731, ნაწ. 1). ზოგიერთ მათგანში სახარებისეული რჩევები წესდებით განსაზღვრულ რამე პირობასთან ერთად არის მიღებული და ამ მიზეზით საზოგადოებები თავს ნამდვილ სამოწესეო ინსტიტუციებად მიიჩნევენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9