A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

სა სე სვ სი სკ სნ სო სპ სტ სუ სქ სხ
საა საბ საგ სად საე სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საპ სარ სას სატ საფ საქ საღ საყ საშ საც საძ სახ

სამოწესეო აღთქმანი

It. Prefessione religiosa
საჯარო აღთქმათა მეშვეობით სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების სახარებისეულ რჩევათა მიღება. ის იწვევს სტატუსის შეცვლას, ანუ ეკლესიაში იურიდიული მდგომარეობის შეცვლას, რამდენადაც ადამიანი უკვე სამონაზვნო წოდებას იღებს, ეკლესიის მსახურების მეშვეობით ღმერთს უძღვნის თავს და ეკლესიის კანონით (შდრ. CIC, კან. 654) განსაზღვრული ვალდებულებისა და უფლებების შესაბამისად სამონაზვნო ინსტიტუციის წევრი ხდება. დროებითი სამოწესეო აღთქმანი დაწესებულია არანაკლებ სამი და არაუმეტეს ცხრა წლის ვადისა, მას მოსდევს სამუდამო სამოწესეო აღთქმანი როგორც ღმრთისადმი თავის შეწირვა და სამონაზვნო ინსტიტუციაში სამუდამოდ გაწევრიანება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9