დამოუკიდებლად მდგომი ან ეკლესიასთან გაერთიანებული კოშკის ფორმის ნაგებობა, რომელზეც მოთავსებულია ზარები და საიდანაც ისმის რეკვა (აქედან მომდინარეობს მისი სახელი). სამრეკლოს სიმაღლე ჟღერადობის უკეთ გავრცელებას უწყობს ხელს. სამრეკლო VIII-IX საუკუნეებში დამკვიდრდა, ზარების საზოგადო ხმარებასთან ერთად. იტალიაში ერთ-ერთი უძველესი სამრეკლოა მილანის წმიდა სატირის ეკლესიის სამრეკლო (IX ს.), ყველაზე დამახასიათებელი – ცილინდრული ფორმის სამრეკლოები რავენასა (კლასეს წმიდა აპოლინარიუსისა და ახალი წმიდა აპოლინარიუსის ტაძრები) და პიზაში (წრიული გეგმის მქონე გადახრილი სამრეკლო სართულებად განლაგებული ლოჯიებით), აგრეთვე, ტაძრის შენობისგან გამოყოფილი წმიდა მარკოზის ტაძრის სამრეკლო ვენეციაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4