A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოწესე სამღვდელონი

It. Chierici regolari
ფართო მნიშვნელობით აღნიშნავს ყველა მოწესე სამღვდელოს, – რელიგიური ორდენისა თუ კონგრეგაციის წევრს, ხოლო ვიწრო მნიშვნელობით – XVI საუკუნიდან აღმოცენებულ საზოგადოებათა და ორდენთა წევრებს, რომელნიც დებდნენ აღთქმას და მოციქულობის სხვადასხვა სახეობას მისდევდნენ (ქადაგება, სწავლება, ავადმყოფებზე ზრუნვა). იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მოწესეთა რომელიმე საკრებულოს განეკუთვნებიან, განირჩევიან საერო სამღვდელოთაგან ანუ სადიოცეზო სამღდველოთაგან. სამონაზვნო და გლახაკთა რელიგიური ორდენების წევრთაგან განსხვავებით, ჟამნს გუნდურად არ ასრულებენ (რაც სამოციქულო სამსახურისათვის მეტი მზადყოფნის ხელშეწყობას ისახავს მიზნად). მოწესე სამღვდელოთა რიცხვს განეკუთვნებიან: იეზუიტები; პასიონისტები; სკოლოპები და სხვ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9