A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოწყალება

Etym. ბერძ. eleemosýne „თანაგრძნობა“, „თანალმობა“
It. Elemosina
გვიანიუდეურ ხანაში აღნიშნავდა გულმოწყალების გამოვლინებას თანამოძმეთა მიმართ. იესოს დროს ლოცვასა და მარხვასთან ერთად (მათ. 6:1-4; ლუკ. 11:41; 12:33) ასე ეწოდებოდა ყოველი ღმრთისმოსავი ადამიანის ქმედებას, რაც ღარიბთა სასარგებლოდ ფულის შეწირვაში გამოიხატებოდა. ღმრთის სიყვარულით გაჭირვებული ადმიანისათვის უანგაროდ გაწეული ნებისმიერი ნივთიერი დახმარების მნიშვნელობით, მოწყალება დღესაც რჩება მოყვასის მიმართ გულმოწყალების ქმედით გამოხატულებად.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9