A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოწყალების მისიონერები

It. Missionarie della Carità
უფრო ცნობილნი არიან, როგორც კალკუტელი დედა ტერეზას მონაზვნები. ორდენი 1950 წლის 7 ოქტომბერს დაარსდა. ნეტარი დედა ტერეზა, საერო სახელი აგნეს გონჯა ბოიაჯიუ, დაიბადა 1910 წლის 27 აგვისტოს სკოპიეში (ალბანეთი), მონაზვნად აღიკვეცა ლორეტოს წმიდა მარიამის დათა კონგრეგაციაში. ინდოეთის ქალაქ კალკუტაში მასწავლებლად მუშაობისას (1946) გააცნობიერა ადგილობრივი ხალხის მატერიალური და სულიერი სიღატაკის სიღრმე და გადაწყვიტა, „ღარიბთა შორის უღარიბესთა“ მსახურებისათვის მიეძღვნა თავი. იგი ფაქტობრივად არაფრისაგან ქმნიდა თავშესაფრებს მცირეწლოვანთა, მიუსაფართა, უდედმამოთა, შიდსით დაავადებულთათვის. დედა ტერეზას მონაზონთა რიცხვი 1990 წელს უკვე 3500-ს აჭარბებდა. ისინი იტალიის სხვადასხვა ქალაქებშიც მოღვაწეობენ. სამონაზვნო ცხოვრებისთვის ჩვეული სამი ძირითადი აღთქმის (უბიწოება, სიღატაკე, მორჩილება) გარდა, ისინი აგრეთვე „მთელი გულით, ნებაყოფლობით და უანგაროდ ღარიბთა შორის უღარიბესთა მსახურების“ აღთქმას დებენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9