A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მოგ მოდ მოზ მოთ მოი მოკ მოლ მომ მონ მორ მოს მოტ მოქ მოყ მოშ მოც მოძ მოწ

მოწყალების სამოციქულო სამსახური

It. Elemosineria Apostolica
ღარიბთა (საერო თუ სასულიერო პირთა) საჭიროების მიხედვით რიგითი თუ საგანგებო მოწყალების გაცემის ჩვეულება ქრისტიანული ხანის საწყისი პერიოდიდან მომდინარეობს და პაპები მუდამ მისდევდნენ მას. პაპმა გრიგოლ X-მ (1271-1276) პირველმა ჩამოაყალიბა მოწყალების სამოციქულო სამსახური და დაადგინა მოწყალების გამცემის უფლებამოსილებანი. 1409 წელს გამოქვეყნებული ბულით ალექსანდრე V-მ სამსახურის მიზნები და ნორმები მოაწესრიგა. რომის პონტიფექსთა ძალისხმევის შედეგად, ეს სამსახური XV და მომდევნო საუკუნეებშიც განაგრძობდა განვითარებას. პავლე VI-ის 1968 წლის 9 მაისის განკარგულების შემდეგ, სამსახურმა სახელწოდება შეიცვალა, მას წმიდა მამის საქველმოქმედო სამსახური ეწოდა, უწყების ხელმძღვანელი კი კვლავაც მისი უწმიდესობის მოწყალების გამცემად იწოდებოდა. 1988 წლის 28 ივნისის სამოციქულო დადგენილებით Pastor bonus კვლავ დამკვიდრდა ძველი სახელწოდება – „მოწყალების სამოციქულო სამსახური“. მისი უწმიდესობის მოწყალების გამცემი ეპისკოპოსის ღირსებას ატარებს, პაპის სახლის წევრია და მონაწილეობას იღებს პაპის ოფიციალურ აუდიენციებსა და მსახურებებში. მოწყალები გამცემის ამოცანაა თანხების გაცემის მეშვეობით პაპის სახელით ღარიბთა მიმართ გულმოწყალების გამოვლენა. მისი უწმიდესობის მოწყალების გამცემი პაპის რწმუნების საფუძველზე გასცემს სამოციქულო კურთხევას, რაც პერგამენტზე შესრულებული დიპლომების მეშვეობით დამოწმდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9