A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მრი მრჩ მრწ

მრჩეველთა კოლეგია

It. Collegio dei consultori
სამღვდელო საბჭოს წევრ მღვდელმსახურთა ჯგუფი (6-12 ადამიანი), რომელთაც ეპისკოპოსი ხუთი წლის ვადით ირჩევს (CIC, კან. 502). მრჩეველთა კოლეგია იღებს სამოციქულო წერილებს კოადიუტორი ან დამხმარე ეპისკოპოსის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. გარდა ამისა, თუ საკუთარ მოვალეობას ვერ ასრულებს ეპისკოპოსი, აგრეთვე კოადიუტორი ან დამხმარე ეპისკოპოსი, ან ეპისკოპოსის ვიკარიუსი, ან გენერალური ვიკარიუსი, მრჩეველთა კოლეგიას ევალება იმ მღვდელმსახურის არჩევა, რომელმაც დიოცეზი უნდა მართოს. იმ შემთხვევაში, როდესაც ეპისკოპოსის თანამდებობა ვაკანტურია და არ არის არც დამხმარე ეპისკოპოსი, დიოცეზის მართვა ეკისრება მრჩეველთა საბჭოს, თუმცა ეპისკოპოსის თანამდებობის ვაკანტურად გამოცხადებიდან რვა დღის ვადაში მრჩეველთა საბჭომ დიოცეზის ადმინისტრატორი უნდა აირჩიოს. გარდა ამისა, საბჭო აწვდის წმიდა საყდარს ცნობას ეპისკოპოსის გარდაცვალების შესახებ დამხმარე ეპისკოპოსის არყოფნის შემთხვევაში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9