A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მსა მსვ მსო მსხ მსჯ

მსახურება

It. Ministero
L. ministerium
აღნიშნავს რამე ფუნქციის შესრულებას ან ძალაუფლების ქონას. ეკლესიაში თითოეულ მორწმუნეს მთელი საეკლესიო სხეულის ზრდასთან დაკავშირებული საკუთარი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია (შდრ. ეფეს. 4:16). ეს როლი, ანუ მისია, რაც ქრისტეს მაგალითით მსახურებაში გამოიხატება, მჭიდრო კავშირშია ქარიზმებთან, ანუ თითოეული ადამიანისთვის სული წმიდის მიერ ბოძებულ ნიჭებთან (შდრ. რომ. 12:6-8). ეკლესიის სტრუქტურისა და მისი მისიის სირთულე განაპირობებს სწორედ მისიათა მრავალრიცხოვნებას (AA, 2), მღვდლობის საიდუმლოდან გამომდინარე ვალდებულებებით დაწყებული და დანიშნულ მსახურთა (ლექტორისა და აკოლითოსის მსახურება) ვალდებულებებით დამთავრებული. გარდა ამისა, ამგვარი მსახურება მჟღავნდება, აგრეთვე, სხვადასხვა სამოციქულო ინიციატივებშიც.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9