A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მსა მსვ მსო მსხ მსჯ

მსაჯულთა წიგნი

It. Giudici, libro dei
ძველი აღთქმის მეორე ისტორიული წიგნი. მისი სახელწოდება მთავარ მოქმედ გმირთაგან მომდინარეობს, რომელთაც „მსაჯულები“ ეწოდებათ და რომელთა ამბებიცაა მოთხრობილი იესო ნავეს ძის წიგნში სიკვდილიდან მეფობის დამყარებამდე, ანუ დაახლოებით ორი საუკუნის მანძილზე. მსაჯულები არიან სამხედრო და სამოქალაქო ხელმძღვანელები, რომელთაც ღმერთი გარკვეულ ვითარებაში მოავლინებს მეზობელ ხალხთა ჩაგვრისაგან ისრაელის ერთი ან რამდენიმე ტომის დახსნის მიზნით. ზოგჯერ მსაჯულებს „მხსნელებადაც“ მოიხსენიებენ. მსაჯულთა წიგნი სამ ნაწილადაა დაყოფილი: პირველი მათგანი ისტორიული შესავალია (მსჯ. 1:1-2:5) და აღთქმულ მიწაზე სხვადასხვა ტომთა დასახლების ნელ, მოუწესრიგებელ და რთულ პროცესს აღწერს. ეს სირთულეები თავისი ღმრთისადმი ისრაელის არაერთგული დამოკიდებულებით აიხსნება (მსჯ. 2:6-3:6). წიგნის მეორე ნაწილი ცალკეულ მსაჯულებთან დაკავშირებული ეპიზოდებისაგან შედგება (მსჯ. 3:7-16:31). ეს მსაჯულებია: ეჰუდი, დებორა, ბარაკი, გედეონი, იეფთაე, სამსონი. წიგნის მესამე ნაწილი (მსჯ. 17-21) ორ დამატებას მოიცავს. პირველი მათგანი დანის საკრებულო ტაძრის აგების შესახებ მოგვითხრობს (17-18), ხოლო მეორე (19- 21) გიბყაში მომხდარ ბენიამინის საძრახის საქციელს გვაცნობს. მსაჯულთა წიგნი შემდეგ მორალს შეიცავს: იაჰვე სჯის ისრაელ ხალს და მტრის მონობაში აგდებს მას ყოველთვის, როდესაც ხალხი მას ღალატობს. თუმცა იაჰვე ისრაელისთვის მხსნელ მსაჯულთა მივლინებით ავლენს თავის გულმოწყალებას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9