Etym. ლათ. diluvium (ნაწარმოებია ზმნიდან diluere „წყალში გახსნა, გაზავება“) კატაკლიზმი, რომელიც, ბიბლიის თანახმად, დაატყდა დედამიწას ნოეს დროს. ბიბლიური მონათხრობის თანახმად (დაბ. 6-8) წარღვნა მოხდა ღმრთის ნებით, რომელმაც კაცთა ბოროტების დასჯა განიზრახა. წარღვნას გადაურჩა მხოლოდ ნოე თავისი ოჯახით, რომელიც ღმრთის ბრძანებას დაემორჩილა, კიდობანს შეაფარა თავი და ყოველი სახეობის ცხოველის თითო წყვილი წაიყვანა თან. წარღვნის დასასრულს ღმერთმა ადამიანისადმი ნდობის ხელახალი მოპოვება განამტკიცა აღთქმით, რომლის ნიშნადაც ცისარტყელა იქცა. მსოფლიო წარღვნის თემა მრავალ რელიგიასა და კულტურაში გვხვდება, მათ შორის ბერძნულ, ბაბილონურ (რომელიც ძველი შუმერული მითოსიდან იღებს სათავეს), ჩინურ, ინდურ, მაიას, აცტეკთა და სხვა კულტურებში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4