A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მარიელნი

It. Marinisti, detti anche Fratelli di Maria (Frères de la société de Marie)
1817 წელს ბორდოში გიომ ჟოზეფ შამინადის (†1850) მიერ დაარსებული მღვდელმსახურთა და საეროთა კონგრეგაცია. 1865 წელს კონგრეგაცია პიუს IX-მ დაამტკიცა. კონგრეგაციის წევრთა საქმიანობა მოიცავს ახალგაზრდების აღზრდას, სკოლებში სწავლებასა და მისიონერობას. კონგრეგაციას მართავს მთავარი წინამძღვარი, რომელსაც ადგილობრივი პროვინციალები უწევენ თანაშემწეობას. მარიელთა კონგრეგაცია დღეისათვის 3000 ადამიანს აერთიანებს, მათი უმრავლესობა მღვდელმსახურია. მარიელნი ათ პროვინციად არიან დაყოფილნი, აქედან 3 პროვინცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს. მათი მისიონერული საქმიანობა უმთავრესად ლათინურ ამერიკაში, აფრიკასა და იაპონიაში ხორციელდება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9