A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მარონიტები

It. Maroniti
ასე უწოდებენ IV-V საუკუნეთა მიჯნაზე სირიაში მოღვაწე მღვდელმსახურის, წმიდა მარონეს, მიმდევრებს – სირიულ-ანტიოქიური წესის აღმოსავლელ კათოლიკეებს. წმიდა მწირის გარდაცვალების ადგილას აშენდა მონასტერი, სადაც პირველმა მარონიტმა საკრებულომ დაიდო ბინა. VII საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა შემოსევის საფრთხემ მარონიტები აიძულა, ლიბანში გადასახლებულიყვნენ. VIII საუკუნის დასაწყისში მარონიტი მოწესე ანტიოქიის პატრიარქად იქნა არჩეული. ამგვარად ჩაეყარა საფუძველი ანტიოქიის საპატრიარქოს, რომელიც უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა მარონიტ ქრისტიანთა ცხოვრებაში როგორც რელიგიური, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით. ამჟამად პატრიარქის სამყოფელია ბეირუთის მახლობლად მდებარე ბკერკე, ხოლო მარონიტთა საკრებულოები, ლიბანის გარდა, არსებობს აგრეთვე კვიპროსზე, სირიაში, ეგვიპტეში, თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9