A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აღა აღდ აღვ აღზ აღთ აღკ აღმ აღს აღყ

აღდგომა

Etym. გვიანლათ. resurrectio „გაცოცხლება“
It. Risurrezione
ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოება ქრისტიანობის მთავარი საიდუმლოა (შდრ. CCC, 638) და ახალი აღთქმის გზავნილის საფუძველია: „თუ ქრისტე არ აღმდგარა, ჩვენი ქადაგებაც ფუჭია და ფუჭია თქვენი რწმენაც“ (1კორ. 15:14). ამ საიდუმლოს არსებითი მოვლენა ისტორიულადაა დადასტურებული მოწაფეთა მიერ, რომლებიც სინამდვილეში შეხვდნენ სიცოცხლეში ქრისტეს, და, ამავე დროს, არის საიდუმლოებრივად ტრანსცენდენტური, რადგანაც ესაა ქრისტეს ადამიანურობის შესვლა ღმრთის დიდებაში (შდრ. CCC, 639-647). ქრისტეს, „მკვდართაგან პირმშოს“ (კოლ. 1:18), მკვდრეთით აღდგომა ყოველი ადამიანის მკვდრეთით აღდგომის წინაპირობა და საწინდარია. ის წარმოგვიდგება სიკვდილის შემდეგ სულის მყისიერ გამართლებად და სხეულის მომავალ გაცოცხლებად ღმრთის დიდებაში (ნ. ნეტარი ხილვა). ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის, ანუ აღდგომის საიდუმლოს აღნიშვნა ლიტურგიის ძირითადი ნაწილია. მისი გამოხატულებაა არა მხოლოდ პასექის აღნიშვნა, არამედ აგრეთვე კვირადღის — მკვდრეთით აღმდგარი უფლის დღის — ევქარისტიული მსახურება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9