A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მარტიროლოგი

Etym. ბერძ. màrtyros (ნათესაობითი ბრუნვა სიტყვისა martýs) + lógos
It. Martirologio
წიგნი, რომელშიც შეტანილია სია (და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბები) მოწამეთა და წმიდათა, ვისაც ეკლესია ყოველდღიურად მიაგებს პატივს. ოფიციალურად, ლიტურგიული წიგნის სახით ის ტრიდენტის კრების შემდეგ დამკვიდრდა (Martyrologium romanum, 1584), თუმცა მისი წინამორბედი იყო კალენდარი, ანუ წმიდათა და დღესასწაულთა ჩამონათვალი, შედგენილი სხვადასხვა ადგილას მათი მოხსენიების თარიღის მიხედვით. უძველესი რომაული ლიტურგიული კალენდარია Deposito martyrum, რომელიც 354 წლიდან „ქრონოგრაფის“ შემადგენლობაში შედის. თავდაპირველად მარტიროლოგი მხოლოდ მოწამეთა სახელებს შეიცავდა, შემდგომ სიას დაემატა ეპისკოპოსები, მოძღვრები, აღმსარებლები, ეკლესიათა მიძღვნის დღეები და სხვ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9