A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მაგ მად მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაც მახ მაჰ

მარხვა

It. Digiuno
L. ieiunium
ნაწილობრივი ან მთლიანი თავშეკავება საკვებისაგან მონანიების ან სასჯელის მიზნით. მიღებულია მრავალ რელიგიაში. ბიბლიაში ხშირად გვხვდება მარხვის დაცვის რჩევა. საჯარო ცხოვრების დაწყებამდე თვით იესომაც იმარხულა უდაბნოში (მათ. 4:2). დღეს კათოლიკე ეკლესია მარხვის მხოლოდ ორ დღეს აწესებს, ესენია: ნაცრის ოთხშაბათი და დიდი პარასკევი. მათი დაცვა სავალდებულოა ყველა სრულწლოვანისათვის 60 წლის ასაკამდე. ამ დღეებში მარხვის დაცვა დღის განმავლობაში ორიდან ერთ-ერთ ძირითად კვებაზე უარის თქმას გულისხმობს. ხსენებულ ორ დღეს, მარხვის გარდა, დაწესებულია, აგრეთვე, ხორცზე უარის თქმაც. ევქარისტიული მარხვა ნიშნავს წმიდა ზიარებამდე სულ ცოტა ერთი საათით ადრე ნებისმიერი სახის საკვებსა და სასმელზე უარის თქმას, გამონაკლისია წყალი და წამლები (შდრ. CIC, კან. 919).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9