A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მეა მებ მედ მეთ მელ მემ მენ მეო მერ მეს მეტ მეფ მეჩ მეც მეწ

მერცედარები

It. (Mercedari/ie) (Ordo B. Mariae de Mercede redemptionis captivorum)
საეროთა ასოციაცია, რომელიც მუსლიმთა ხელთ მყოფი ქრისტიანი ტყვეების გამოსყიდვით ან გაცვლის გზით მათი გამოხსნით იყო დაკავებული. ის 1218 წელს პიეტრო ნოლასკომ (რის გამოც მის წევრებს ნოლასკელებსაც უწოდებდნენ) და დომინიკელთა ორდენის გენერალმა რაიმონდო და პენაფორტმა დააარსეს ბარსელონაში. ესაა გლახაკთა სამოწესეო ორდენი; ავგუსტინესეულ წესდებაზე დამყარებული მისი წესდება ჩვეულებრივ სამ აღთქმასთან ერთად დატყვევებულთა გათავისუფლების აღთქმასაც მოიცავს. თუმცა ტყვეთა გათავისუფლების გარდა, ორდენის წევრები, აგრეთვე, სამწყსო საქმიანობითა და მისიონერობითაც არიან დაკავებულნი, განსაკუთრებით – აფრიკასა და ამერიკაში. 1265 წელს მარია დი ჩერველოს მიერ დაარსებული ორდენის ქალთა შტო დღეს მრავალ კონგრეგაციადაა დაყოფილი და მისი წევრები სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწეობენ. ისინი ასწავლიან, ეხმარებიან სნეულებს და ეწევიან მისიონერულ საქმიანობას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9