A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

მა მგ მე მთ მი მკ მნ მო მრ მს მუ მფ მქ მღ მშ მც მწ მხ
მიდ მით მილ მიმ მინ მირ მის მიტ მიქ მიშ მიძ მიწ

მიდრაში

Etym. ებრ. darash „ახსნა“, „განმარტება“
It. Midrash
საღმრთო წერილის ერთგვარი დამრიგებლური ხასიათის ეგზეგეზა, გამოიყენებოდა უმთავრესად გვიანდელ იუდაიზმში. ესაა რაბინთა ქადაგების წერილობითი რედაქცია, რომელშიც საღმრთო წერილის მუხლობრივი კომენტარების მეშვეობით ყოველდღიურ პრობლემათა გადაწყვეტის ხერხებს აყალიბებდნენ. ამგვარად ჩამოყალიბებული საღმრთო წერილის კომენტირების ფაქტიურად ცალკე ლიტერატურული ჟანრი ახლოსაა იმ ლიტერატურულ მიმდინარეობასთან, რომელსაც განეკუთვნება ახალი აღთქმის ცალკეული მონაკვეთები (მაგ., მათ. 1-22). მიდრაშს შეიძლება ჰქონოდა ზნეობრივი (ჰალაკა = სვლა, კარგად მოქცევა) ან თხრობით-გადმოცემითი (ჰადაგა = მოთხრობა) მიზნები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9