A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კლა კლე კლი

კლარეტელნი

It. Claretiani
რელიგიური კონგრეგაცია, დაარსებული მისიონერის, შემდგომში სანტიაგო დი კუბას მთავარეპისკოპოსის, ანტონიო მარია კლარეტ ი კლარას მიერ (1807-1870, კანონიზაცია მოხდა 1950 წელს). 1849 წელს ვიჩში (ესპანეთი) დაარსებული კონგრეგაცია 1870 წელს პაპმა პიუს IX-მ სცნო. საზოგადოება სახელწოდებით „მარიამის უბიწო გულის მისიონერი შვილები“ (Cordis Mariae Filii) სხვადასხვა ხალხებსა და წარმართებს შორის მისიონერულ საქმიანობას ეწევა. დღეს ამ საზოგადოების წევრები მსოფლიოს ყველა კუთხეში მოღვაწეობენ, უმთავრესად ახალგაზრდათა აღზრდითა და სამწყსო საქმიანობით არიან დაკავებულნი. კლარეტ ი კლარამ დააარსა აგრეთვე ქალთა კონგრეგაციაც (მისი ოფიციალური სახელწოდებაა „უბიწო მარიამის სახელობის მასწავლებელთა სამოციქულო ინსტიტუტი“), რომლის მთავარი ამოცანა ახალგაზრდა გოგონების აღზრდა და განთლებაა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9