A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

პა პე პი პლ პნ პო პრ პუ
პავ პალ პან პაო პაპ პარ პას პატ პაც

პასექი

Etym. ბერძ. (septuagintidan) páscha, რაც თარგმანია ებრაული სიტყვისა pésah „გადასვლა“
It. Pasqua
ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული როგორც ებრაელთა, ისე ქრისტიანთათვის, რომელთათვისაც ის ლიტურგიული წლის ნამდვილ კულმინაციას წარმოადგენს. თავდაპირველად ეს იყო პირველი მოსავლის დღესასწაული როგორც მიწათმოქმედთათვის (შდრ. გამ. 12:14, შმდ.; 34:25), ისე მწყემსთათვის (გაზაფხულის მთვარის მოვანებისას მსხვერპლად იწირებოდა ფარის პირველი ნამატი), შემდეგ ეგვიპტიდან თავის დაღწევის აღსანიშნავ ზეიმად იქცა და მას ნისანის თვის 14 რიცხვში ზეიმობდნენ. ებრაელთათვის ეს დღესასწაული ეგვიპტეში დაბადებულ პირველშობილთა სიკვდილის გახსენებასა და გამოსვლის დასაწყისს უკავშირდება (გამ. 12; ლევ. 23:5; რიცხვ. 28:16; რჯლ. 16:1; იეს. 5:10, შმდ.; ეს. 30:29; მარკ. 14:1, შმდ.). ქრისტიანთათვის კი პასექი ნიშნავს აღდგომას და აღნიშნავს იესოს, ახალი კრავის, მისვლას მამასთან (იოან. 13:1; 1 კორ. 5:7), სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის (რის სინონიმადაც იქცა „პასექი“) გზით. პასექის სერობის დროს იესომ ევქარისტია დაამკვიდრა (მათ. 26:26, შმდ., 27:1, შმდ.; მარკ. 14:12.22; 15:6; ლუკ. 22:1-20; შდრ. იოან. 2:13.23; 6:4; 11:55; 12:1; 13:1; 19:14; საქმ. 12:4; 1 კორ. 11:23, შმდ.; ებრ. 11:28). საპასექო მსახურებას წინ უძღვის სამდღიური (ნ. დიდი ხუთშაბათი; დიდი პარასკევი; დიდი შაბათი) და იწყება საზეიმო საპასექო ცისკარი, რომელიც მოიცავს ცეცხლისა და საპასექო სანთლის კურთხევას (რაც ქრისტეს, „სამყაროს სინათლის“, სიმბოლოა), სააღდგომო გალობას, ღმრთის სიტყვის მოსმენას, წყლის კურთხევას, ნათლობის აღთქმათა განახლებასა და ევქარისტიულ ლიტურგიას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9