Etym. ნაწარმოებია სიტყვიდან clericalis „სასულიერო, საეკლესიო“ თავდაპირველად ტერმინს პოლემიკური მნიშვნელობა ჰქონდა და გმობდა სასულიერო პირთა იმ ინიციატივებს, რომლებიც უშუალოდ საეკლესიო სფეროს სცილდებოდა, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ სფეროებში ქრისტიანთა საეკლესიო იერარქიისადმი დაქვემდებარების მიდრეკილებას და სასულიერო პირთა თითქოსდა შეფარული აღმატებულობის ფსიქოლოგიას. გამოიყენება, აგრეთვე, სამღვდელოებასთან შედარებით საეროთა არასათანადოდ შეფასების აღსანიშნავადაც.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4