A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კოა კოი კოკ კოლ კომ კონ კოპ კოტ კოჰ

კოადიუტორი

Etym. გვიანლათ. coadiutor (ზმნიდან coadiuvare) „ერთად დახმარება“
It. Coadiutore
ასე ეწოდება ეპისკოპოსის ღირსების მატარებელ თანამშრომელს, რომელიც სადიოცეზო ეპისკოპოსს სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაში ეხმარება. ეპისკოპოსის კოადიუტორს ნიშნავს წმიდა საყდარი ძირითადი სადიოცეზო ეპისკოპოსის ცალკეულ სამწყსო საქმიანობათა ხელშეწყობის მიზნით. კოადიუტორი ეხმარება სადიოცეზო ეპისკოპოსს მთლიანად დიოცეზის მართვაში და ენაცვლება მას ამ უკანასკნელის არყოფნის ან რამე დაბრკოლების შემთხვევაში (CIC, კან. 405). დამხმარე ეპისკოპოსისგან განსხვავებით, კოადიუტორი მემკვიდრეობის უფლებით სარგებლობს (CIC, კან. 409).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9