Etym. ბერძ. აღნიშნავს „ზიარებას“, „თანაზიარებას“ ახალ აღთქმაში აღნიშნავს იმ დამოკიდებულებათა წესრიგს, რომლებიც მთლიანობად აქცევს ქრისტიანულ საკრებულოს რწმენით, ქადაგებით, საიდუმლოთი, უმთავრესად, ევქარისტიული მსახურებით და მრავალი სხვა ფორმით, რომელთა შორისაა ქონების, ყოველდღიური ცხოვრების გაზიარება, როგორც ქრისტიანული სიყვარულის გამოხატულება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4