Etym. ლათ. adventus „მოსვლა“ ქრისტიანული სახელდებით, ადვენტი აღნიშნავს მესიის მოსვლას, ვისაც ხანგრძლივად ელოდა ებრაელი ხალხი და რაც ქრისტიანთათვის იესო ქრისტეს განკაცებით აღსრულდა. მაგრამ ქრისტეს მოსვლა ჯერ სრულად არ განხორციელებულა: მსხემი ეკლესია ისევ ელის პარუსიას, დიდებით მის დაბრუნებას. ლიტურგიაში ადვენტი ეწოდება შობის წინა პერიოდს, რომელიც ლიტურგიული წლის დასაწყისს აღნიშნავს. მისი პირველი ნაწილი მორწმუნეებს ქრისტეს დიდებული მოსვლის მოლოდინისათვის განაწყობს, მეორე კი (17-24 დეკემბერი) შობის ზეიმისთვის ამზადებს. რომაულ წესში ადვენტი ოთხ კვირას გრძელდება, ამბროსისეულში კი – ექვს კვირას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4