ეწოდება, აგრეთვე, ტაბერნაკულუმთა დღესასწაული ანუ Sukkòth. ებრაული დღესასწაული, რომელსაც დიდი სახალხო მხიარულება ახასიათებს და მოსავლის აღების შემდეგ იმართება, უფლისადმი მადლიერების ნიშნად. დღესასწაული იწყება 15 ტიშრისს (სექტემბერ-ოქტომბერი) და გრძელდება შვიდ დღეს, რომელთა განმავლობაშიც ადამიანები უღრმავდებიან თორას. მიღებულია ქვეყნის ოთხივე მხარის მიმართულებით კედრის ნაყოფისა და, აგრეთვე, პალმის, ტირიფისა და მურტის ტოტთა დარხევა და ფსალმუნთა წარმოთქმა. ტოტები შემდგომ მსვლელობით სინაგოგისაკენ მიაქვთ. იუდეველთა ტრადიციის თანახმად, ტოტები ურთიერთთანამშრომლობაში მყოფ ყველა რასის ადამიანებს განასახიერებს. დღესასწაულის სამიწათმოქმედო მნიშვნელობა ისტორიულ გადაძახილს ერწყმის: ხის ტოტებით ან თივით გადახურული ქოხები, რომლებშიც დღესასწაულის დროს მოზეიმენი კერძებს მიირთმევენ, გახსენებაა ისრაელის ხალხის უდაბნოში მოგზაურობისა, რომლის დროსაც მათ კარვებში უწევდათ ცხოვრება.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4