A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კარიტასი

It. Caritas
ლათინური სიტყვაა, რომელიც სიყვარულს ნიშნავს და ქრისტიანული სულისკვეთების ყველა სახის საქველმოქმედო საქმიანობის აღსანიშნავად გამოიყენება. როგორც ორგანიზებული ინსტიტუტი, ეკლესიის სამწყსო საქმიანობის საშუალებას წარმოადგენს და სხვადასხვა საფეხურებზე მოქმედებს:

ა) საერთაშორისო კარიტასი (Caritas Internationalis) (1954): კარიტასის ეროვნულ ორგანიზაციათა ფედერაცია, რომლის სათაო განყოფილება რომში მდებარეობს და რომლის მიზანიც საერთაშორისო საქველმოქმედო და თანადგომის მოძრაობათა კოორდინირება და მათ შორის თანამშრომლობის განვითარებაა;

ბ) იტალიის კარიტასი “წარმოადგენს იტალიის ეპისკოპოსობის განკარგულებაში მყოფ ოფიციალურად აღიარებულ საშუალებას იტალიის საეკლესიო საზოგადოებაში საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერის, კოორდინირებისა და გაძლიერების მიზნით” (პავლე VI). დაარსდა იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციის (CEI) მიერ 1971 წლის 2 ივლისს და საერთაშორისო კარიტასის შემადგენელი ნაწილია; შედგება ეროვნული საბჭოს, პრეზიდენტის, ორი ვიცეპრეზიდენტის, ადმინისტრატორისა და სამი ბუღალტრისგან;

გ) სადიოცეზო კარიტასი ხელს უწყობს და ერთმანეთთან ათანხმებს ადგილობრივ ეკლესიათა საქველმოქმედო საქმიანობას. სადიოცეზო კარიტასის წესდების მოდელი ითვალისწინებს სადიოცეზო საბჭოსა და პრეზიდენტის არსებობას, რომელთაც ეპისკოპოსი ასახელებს; სადიოცეზო კარიტასი ავტონომიურია და ეპისკოპოსზეა დამოკიდებული;

დ) სამრევლო კარიტასი შედგება საქველმოქმედო საქმიანობის მარეგულირებელი კომისიისაგან, რომელსაც სამრევლო სამწყსო საბჭო ასახელებს. ესაა სამწყსო ორგანო სამრევლო საკრებულოში სადიოცეზო კარიტასის მიზანთა განსახორციელებლად.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9