A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კარმელელნი

It. Carmelitani
სამოწესეო ორდენის წევრები, რომლის სახელწოდებაც კარმელის მთის სახელიდან მომდინარეობს (კარმელის მთის ნეტარი ქალწულის მონაზვნები, პალესტინა). იერუსალემის ლათინმა პატრიარქმა, წმიდა ალბერტო ვერჩელელმა 1209 წელს მკაცრი წესი დაუმტკიცა იმ ადგილას უკვე მცხოვრებ მონაზონთა ჯგუფებს. 1226 წელს წესი პაპმა ჰონორიუს III-მ დაამტკიცა, შემდგომში ინოკენტი IV-მ ის შეამსუბუქა და კარმელელნი გლახაკთა ორდენების რიცხვს მიაკუთვნა. ძველი ტრადიციის თანახმად, ორდენი თვით წინასწარმეტყველ ელიასაგან იღებს სათავეს, რომელიც სწორედ კარმელის მთაზე ცხოვრობდა. ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის მრავალრიცხოვან კონფლიქტთა გამო კარმელელებმა მალე მიატოვეს პალესტინა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრდნენ. ისინი იყვნენ წარმოდგენილნი წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის კემბრიჯში, ოქსფორდში, ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტებში. თავდაპირველი ასკეტური სულისკვეთების შერბილებამ ორდენის რეფორმირების მცდელობები გამოიწვია. ამგვარად აღმოცენდა სხვადასხვა „რეფორმირებული“ კონგრეგაცია მანტუაში (XV), ტურსაში (XVII) და სხვა ქალაქებში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა XVI საუკუნეში გატარდა წმიდა ტერეზა ავილელისა და წმიდა იოანე ჯვრისას მეოხებით, რის შედეგადაც ორდენი ორ შტოდ დაიყო. 1593 წელს კლემენტე VIII-მ „უხამურ კარმელელთა“ ორდენი დამოუკიდებელ ორდენად აღიარა, მეორე შტო კი „ხამლიან კარმელელთა“ სახელით დამკვიდრდა. კარმელელი დედა მონაზვნები XV საუკუნიდან არსებობენ, აქვთ ორივე წესის შესრულების შესაძლებლობა. მამაკაც მონაზონთა ორდენის მსგავსად, კარმელელ მონაზონთა ორდენიც ორ შტოდ იყოფა. „ხამლიან კარმელელ დათა“ ორდენი დღეისათვის 13.000 მონაზონს აერთიანებს, ეს მონაზონთა ყველაზე მრავალრიცხოვანი მჭვრეტელობითი ორდენია ეკლესიაში. ასევე, კარმელელებს აქვთ მესამე ორდენი და სხვადასხვა კონგრეგაციები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9