A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კარტუზიელები

It. (Certosini/e) Ordo cartusiensis
სამონაზვნო ორდენი, რომელიც 1084 წელს, გრენობლის სიახლოვეს მდებარე დასახლება შარტრში წმიდა ბრუნომ დააარსა. სახელის იტალიზებული ვერსია „ჩერტოზა“ როგორც მონასტრის, ისე ამ ორდენის წევრ მონაზონთა აღსანიშნავად გამოიყენება. ბრუნო და მისი ექვსი თანამოაზრე განმარტოებულ მკაცრ ცხოვრებას ეწეოდნენ, თავს ცხვრის ფარის მწყემსვით ირჩენდნენ. 1090 წელს ურბან II-მ ბრუნო თავის მრჩევლად რომში მიიწვია, 1091 წელს კი მას კალაბრიაში, ლა ტორეში (დღევანდელი სერა სან ბრუნო) ახალი მონასტრის დაარსების ნება დართო. კარტუზიელები წმიდა ბენედიქტესეულ წესდებას მისდევენ და ძალიან მკაცრ განდეგილ ცხოვრებას ეწევიან, იცავენ მდუმარებასა და მარხვას. მონაზვნები განცალკევებით ცხოვრობენ სენაკებში და ერთად მხოლოდ ლიტურგიული ლოცვისას, კვირადღისა და საზეიმო დღეთა ტრაპეზზე იკრიბებიან. 1127 წელს შარტრის მეხუთე წინამძღვარმა, პიეტრო გუიგო დე შასტელმა, თავი მოუყარა კარტუზიანული ცხოვრების სახასიათო წეს-ჩვევებს, რომლებიც 1133 წელს პაპმა ინოკენტი II-მ დაამტკიცა. კარტუზიანელ ქალთა ორდენი 1145 წლიდან არსებობს, როდესაც წმიდა ანდრე დე რამიერესის ორდენის წევრმა ჟერმელიმ, რომელიც წმიდა ცეზარის წესს მისდევდა, სხვა მონაზვნებთან ერთად კარტუზიული სამონასტრო ცხოვრების წეს-ჩვევები მიიღო.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9