A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კატაკომბა

Etym. ლათ. catacumbae (შედგენილია ბერძ. სიტყვებით katá „ქვეშ“ და cumba „ღრმული“)
It. Catacomba
თავდაპირველად (IV საუკუნიდან) ტოპონიმი გამოიყენებოდა ვია აპიას მეორე და მესამე მილს შორის – კერძოდ, წმიდა სებასტიანესა და სესილია მეტელას საფლავს შორის – არსებული „ღრმულის“ აღსანიშნავად. ამჟამად კატაკომბა ძველ ქრისტიანულ და ებრაულ მიწისქვეშა სასაფლაოებს ნიშნავს. ძნელია იმის ზუსტად დადგენა, თუ როდიდან დამკვიდრდა ქრისტიანულ სასაფლაოთა წარმართულთაგან განცალკევების ტრადიცია. მაგალითად, მოციქულთა პეტრესა და პავლეს საფლავები ვატიკანისა და ოსტიის წარმართულ სასაფლაოთა ტერიტორიაზე განთავსდა. ტერტულიანეს დროს, II საუკუნის დასასრულს, უკვე ცხადადაა საუბარი „areae sepulturarum nostrarum“-ის შესახებ (Ad Scapulam, 3; PL 1,701). კატაკომბათა სახასიათო ნიშანია სხვადასხვა ზომის და სხვადასხვა დონეებზე განლაგებულ გალერეათა ქსელი. სამარხები ნაკვეთი იყო როგორც გალერეათა კედლებში, ასევე კუბიკულუმებში, ვერტიკალურ რიგებად, ოთხ-ოთხი ან ხუთ-ხუთი. სამარხის შესასვლელი მარმარილოს ფილებით ან დაცემენტებული აგურებით იკეტებოდა. მოსაზრება, რომ ეკლესია თავისი არასებობის პირველ სამ საუკუნეს მიწისქვეშა სასაფლაოებს აფარებდა თავს, ლეგენდაა. კატაკომბებს ყოველთვის სასაფლაოს დანიშნულება ჰქონდა, თუმცა, იმ ფაქტმა, რომ იქ მოწამეთა საფლავები იმყოფებოდა, III საუკუნიდან კატაკომბათა, აგრეთვე, საკულტო ადგილად გადაქცევა განაპირობა. გუთების მიერ გაძარცვისა (VI საუკუნე) და მოწამეთა ნეშტების გადასვენების შემდეგ კატაკომბები მიივიწყეს. ეს მდგომარეობა მეცხრამეტე საუკუნიდან თანდათან შეიცვალა. კატაკომბათა შორის ყველაზე ცნობილია კალისთეს, დომიცილასა და პრისცილას კატაკომბები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9