A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ინდ ინვ ინი ინკ ინტ ინფ

ინდულგენცია

It. Indulgenze
L. indulgentia
„ცოდვათა გამო ღმრთის წინაშე ამქვეყნიური სასჯელის შენდობა დანაშაულის შესატყვისად. სათანადოდ განწყობილი მორწმუნე, შესაბამისი პირობებით, შენდობას იღებს ეკლესიის ჩარევის მეშვეობით, რომელიც, როგორც გამოსყიდვის აღმსრულებელი, ავტორიტეტულად განაგებს და იყენებს ქრისტესეული და წმიდანების გამოსყიდვის საგანძურს“ (CIC, კან. 992). ინდულგენცია ეკლესიის მხრიდან წმიდადყოფის მოვალეობის გამოხატულებაა. ის შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი, იმის მიხედვით, მთლიანად თუ ნაწილობრივ ამართლებს იმ ამქვეყნიური სასჯელისაგან, რაც ჩადენილი ცოდვის გამო ეკისრება ადამიანს (CIC, კან. 993). თითოეულ მორწმუნეს შეუძლია, მიიღოს თავისთვის ან მოიპოვოს გარდაცვლილთათვის, ვედრების მეშვეობით, სრული ან ნაწილობრივი ინდულგენცია (CIC, 994). ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მძიმე ცოდვებისთვის, როგორებიცაა მკვლელობა, ცოლქმრული ღალატი და განდგომა, ეკლესია მკაცრ საჯარო მონანიებას აწესებდა. დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდა ამგვარ მონანიებათა შეცვლა „კეთილი საქმეებით“. შემდგომში მონანიების ვალდებულებისგან გასათავისუფლებლად. ინდულგენციები საზოგადო სასარგებლო შრომას მოიცავდა, მაგალითად, ეკლესიათა მშენებლობასა და ჯვაროსნულ ლაშქრობებში მონაწილეობას. XIV და XV საუკუნეებში ინდულგენციათა კომერციალიზაციამ (მათი გაყიდვა შეწირულობის სანაცლოდ და შესატყვისი „ქვითრის“ გაცემა) ლუთერის სასტიკი პროტესტი გამოიწვია. საკითხის მოწესრიგების მიზნით პაპმა ლეონ X-მ (Cum postquam, 1518) და ტრიდენტის კრებამ (Decretum de indulgentiis, 1563) სათანადო ზომები მიიღეს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9