A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ინდ ინვ ინი ინკ ინტ ინფ

ინი/იანი

Etym. ჩინური სიტყვები
It. Yin/Yang
ინი და იანი მთელი ჩინური აზროვნების განმსაზღვრელი ცნებებია. ისინი განიხილება საპირისპირო მნიშვნელობის პირველსაწყის სუბსტანციებად, საიდანაც დაედო დასაბამი სამყაროს. პირველად ეს ცნებები ცო ჯუანში (დაახლოებით ქრისტემდე 643 წ.) გვხვდება, როგორც სამყაროს საპირისპირო პოლუსთა წყვილი. თავდაპირველად ცნებები მთის ჩრდილიან (ინი) და მზიან (იანი) კალთებს აღნიშნავდა. ინი/იანის კონცეფცია მოაზროვნეთა ჯგუფმა (ინისა და იანის მიმდევრები) ჩამოაყალიბა, რომლის მთავარი წარმომადგენელი იყო ძონ იენი (ქრისტემდე 350-270 წწ.). ამ მოაზროვნეებმა სრულყვეს ორი ძალის (ინი და იანი), ხუთი ელემენტისა (წყალი, ცეცხლი, ხე, ლითონი, მიწა) და სიმბოლურ შესაბამისობათა სისტემის შესახებ უკვე არსებული თეორია. ამ თეორიის თანახმად, ყველაფერი, რაც მიწასთან მჭიდრო კავშირშია, ინის ნაწილს წარმოადგენს და მდედრობითია. ზეცასთან დაკავშირებული ყოველივე იანის ნაწილია და მამრობითია, რადგანაც დედამიწა (ინი), ზეცა (იანი), მთვარე (ინი) და მზე (იანი) ორი საწყისიდან – ინიდან და იანიდან, წარმოიშვა. იანი წამომწყები, დინამიკური, განფენადი, მძვინვარეა, ის მრგვალია, მოძრავი, მამრობითი და მანაყოფიერებელი. თავის მხრივ, ინის დამახასიათებელი თვისებებია: სრულმქმნელი, უძრავი, შემნარჩუნებელი, ოთხკუთხა, მშვიდი, მდედრობითი და მშობი.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9