Etym. გვიანლათ. სიტყვიდან initiatio რიტუალთა და წესთა ერთობლიობა, რომლებიც თან ახლავს ინდივიდის ან პირთა ჯგუფის ერთი ცხოვრებისეული მდგომარეობიდან სხვა მდგომარეობაში გადასვლას. პრიმიტიულ ხალხებში აღნიშნავს მომწიფების ასაკიდან ზრდასრული ადამიანის ცხოვრებაზე გადასვლას, ეზოტერიკულ რელიგიებში – საერო სამყაროდან საღმრთო ცხოვრების წესზე გადასვლას. როგორც წესი, ინიციაცია სამ ეტაპს მოიცავს: კანდიდატის მისთვის ჩვეული სამყაროდან განცალკევებას; გამოცდას, რომლის დროსაც კანდიდატმა წინააღმდეგობის გაწევის უნარი უნდა გამოავლინოს; მიღების, ანუ თვით დადგინების წესს.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4