A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ინდ ინვ ინი ინკ ინტ ინფ

ინტერდიქტი

Etym. ლათ. interdictum „აკრძალული“
It. Interdetto
ეს საკმაოდ მკაცრი სასჯელი უფრო მსუბუქია განკვეთაზე, რადგან საეკლესიო ზიარების აკრძალვას არ შეიცავს. ინტერდიქტი გარკვეული პირებისთვის (პიროვნული აკრძალვა) ან გარკვეულ ადგილას (ადგილობრივი აკრძალვა) მღვდელმსახურების აღსრულების ან წმიდა წესებში მონაწილეობის აკრძალვაში მდგომარეობს. კანონიკური სამართლის კოდექსი ინტერდიქტის დაწესების სხვადასხვა შემთხვევებს განიხილავს: მაგალითად, ის შეიძლება დაუწესდეს პირს, „რომელიც საჯაროდ აღძრავს მტრობასა და სიძულვილს ქვეშევრდომთა მხრიდან წმიდა საყდრის ან ეპისკოპოსის წინააღმდეგ ძალაუფლებისა თუ საეკლესიო მსახურების აქტის მიზეზით ან მოუწოდებს ქვეშევრდომებს დაუმორჩილებლობისკენ“ (CIC, კან. 1373); პირს, რომელიც „ეკლესიის წინააღმდეგ შეთქმულების მომწყობ საზოგადოებას აყალიბებს“ (CIC, კან. 1374); პირს, რომელიც „სიმონიის გამო აღასრულებს ან იღებს საიდუმლოს“ (CIC, კან. 1380). ამგვარსავე სასჯელს იმსახურებს აგრეთვე იპსო იურე, „რომელიც ფიზიკურ ძალადობას მიმართავს პაპის“ ან „ეპისკოპოსის წინააღმდეგ“ (CIC, კან. 1370).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9