A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ინდ ინვ ინი ინკ ინტ ინფ

ინტესა

It. Intesa
ტერმინი აღნიშნავს შეთანხმებას იტალიის სახელმწიფოსა და არაკათოლიკურ რელიგიურ კონფესიათა შორის; აღნიშნავს, აგრეთვე, შეთანხმებას იტალიის სასკოლო ხელისუფლებასა (განათლების სამინისტრო) და იტალიის ეპისკოპოსთა კონფერენციას შორის, დადებულს 1985 წლის 14 დეკემბერს რომში და დაკავშირებულს წმიდა საყდარსა და იტალიის რესპუბლიკას შორის დადებული კონკორდატის მე-9, 2 პარაგრაფის საკითხისა და დამატებითი ოქმის (5, ბ.) განხორციელებასთან. შეთანხმების საგანს წარმოადგენს:
ა) კათოლიკური რელიგიის სწავლების პროგრამები საჯარო სკოლების სხვადასხვა დონეებსა და საფეხურებზე;
ბ) ამ სწავლების პირობები, მათ შორის პროგრამების გაკვეთილების ცხრილთან შესაბამისობაში მოყვანა;
გ) სასწავლო წიგნების შერჩევის კრიტერიუმები;
დ) მასწავლებელთა პროფესიული კვალიფიკაციის საკითხები.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9