A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
ინდ ინვ ინი ინკ ინტ ინფ

ინტროიტი

Etym. ლათ. introitus (ნაწარმოებია ზმნიდან introire „შესვლა“)
It. Introito
გალობა, რომელიც ახლავს თან ევქარისტიული მსახურების დასაწყისში მღვდელმსახურისა და სხვა თანამსახურთა შესვლას. მას მსახურების დაწყების, მორწმუნეთა ერთიანობის ხელშეწყობის, ლიტურგიული დროის საიდუმლოებაში მათი შეყვანის ფუნქცია აკისრია. თუ გალობა არ სრულდება, ანტიფონის წარმოთქმა ყველას შეუძლია. წირვაში ინტროიტის ჩართვა პაპ გელასი I-ის (492-496) სახელს უკავშირდება. თავდაპირველად ინტორიტი მგალობელთა სკოლის გალობა იყო და არა როგორც ერთობლივად შესასრულებელი საგალობელი. ამით აიხსნება ძველად გავრცელებულ ინტროიტთა მელოდიური მრავალფეროვნება, რაც დიდად განსხვავდებოდა მორწმუნეთათვის განკუთვნილ საგალობელთა რეჩიტატივისაგან. ძველ ინტროიტთა უმთავრესი წყარო ფსალმუნებია.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9