A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იოა იობ იოგ იოე იონ იოს

იოაკიმიზმი

It. Gioachimismo
მილენარისტული სარჩულის მოძღვრება, რომელიც, ცალკეულ მოსაზრებათა თანახმად, იოაკიმე ფიორელის ნაწერებითა და იდეებითაა შთაგონებული და, უმთავრესად, ფრანცისკელთა ორდენის გარკვეულ წრეებში იყო პოპულარული. თავის შრომაში „მარადიული სახარების შესავალი“ (Introductorius in Evangelium Aeternum) გერარდო ბორგო სან დონინოდან იოაკიმელთა იდეებს აჯამებს და „მარადიულ სახარებასა“ და სული წმიდაზე საუბრობს. იმის გამო, რომ „მარადიული სახარება“ ერთგვარად ჩრდილავდა ქრისტეს ხანას და ანტიპაპური განწყობით იყო გამსჭვალული, 1255 წელს ანანიში შეკრებილმა პაპის კომისიამ დაგმო გერარდოს წიგნი და ავტორსა და მინორიტთა მთავარ ხელმძღვანელს, იოანე პარმელს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ერთ-ერთ სავანეში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9