A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

აბ აგ ად ავ ათ აი აკ ალ ამ ან აპ არ ას აუ აფ აქ აღ ახ
აღა აღდ აღვ აღზ აღთ აღკ აღმ აღს აღყ

აღთქმის დადება

Etym. ლათ. votum (ზმნიდან vovere „კურთხევა“)
It. Voto
ესაა „ღმრთისადმი მტკიცე და თავისუფალი დაპირება შესაძლებელი და საუკეთესო სიკეთისა“ (CIC, კან. 1191). სამოწესეო ცხოვრების შემთხვევაში აღთქმის უმთავრესი არსია სიღატაკის, უბიწოებისა და მორჩილების სამი დაპირება. პიროვნება, რომელიც აღთქმის დადებით უარს აცხადებს სამ დიდ ადამიანურ ღირებულებაზე, ამასსახარებაში მოცემული ქრისტეს მაგალითის მიბაძვის მიზნით აკეთებს (აქედან მომდინარეობს გამოთქმა „სახარებისეული რჩევები“, შდრ. მათ. 19:16-21), რაც მამა ღმრთის სრულყოფილებისაკენ სწრაფვას ისახავს მიზნად (მათ. 5:48). აღთქმა არის:
ა) საჯარო, თუ მას ჩაიბარებს კანონიერი წინამძღვარი ეკლესიის სახელით; ამგვარია სამოწესეო ინსტიტუციაში, სამოციქულო ცხოვრების საზოგადოებებში, მორწმუნეთა საჯარო ასოციაციებში და განდეგილთა მიერ დადებული აღთქმები;
ბ) კერძო, თუ ის მხოლოდ ღმრთის წინაშე წარმოითქმის, ეკლესიის სახელით რომელიმე წინამძღვრის ჩარევის გარეშე; ასეთია შიდა ფორუმში დადებული აღთქმები, თუნდაც ეს მორწმუნეთა კერძო ასოციაციებში ხდებოდეს (CIC, კან. 1192, ნაწ. 1);
გ) საზეიმო, რომელიც ამგვარად არის აღიარებული ეკლესიის მიერ. ინსტიტუციები თავად ადგენენ, უნდა დადონ თუ არა მათმა წევრებმა საზეიმო აღთქმები (და საზღვრავენ ამგვარ აღთქმათა იურიდიულ შედეგებს), თუ საკმარისია მარტივ აღთქმათა დადება (რომელთაც ექნება ან არ ექნება საზეიმო აღთქმათა იგივეობრივი შედეგები) (შდრ. CIC, კან. 668, ნაწ. 4; ნ. 204; 206; 216);
დ) მარტივი – ყველა სხვა შემთხვევაში (CIC, კან. 1192, ნაწ. 2);
ე) პირადი, როდესაც აღთქმის საგანი რამე ქმედებაა, მაგალითად, ლოცვა, საკვებზე უარის თქმა და ა.შ.;
ვ) ნივთიერი, თუ აღთქმის საგანი რამე საგანია: მაგალითად, მოწყალება, ბარძიმის შეწირვა და სხვ.;
ზ) შერეული, როდესაც აღთქმის საგანი ქმედება და საგანია: მაგალითად, მომლოცველობა რამე შესაწირავის გაკეთების მიზნით;
თ) დროებითი, როცა აღთქმის მოქმედება დათქმული ვადის გასვლის შემდეგ წყდება (CIC, კან. 1194);
ი) მუდმივი, ასეთია სამუდამოდ დადებული აღთქმები, მათ შეწყვეტას იწვევს მხოლოდ განთავისუფლება ან ჩანაცვლება (CIC, კან. 1194).
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9