A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იოა იობ იოგ იოე იონ იოს

იოგა

Etym. ეტიმოლოგიურად ტერმინი ნაწარმოებია ფესვიდან yuj „დაქვემდებარება“, „ერთად შეკავშირება“, „მომზადება“, „გონების ან ნააზრევის კონცენტრაცია“
It. Yoga
იოგა კონცენტრაციას, მომზადებას, დაკავშირებას აღნიშნავს. იოგას სისტემებში ტერმინი აღნიშნავს ფიზიკურ და სულიერ დისციპლინას, რომელიც ადამიანის ფიზიკურსა და სულიერ ენერგიას აკონტროლებს და წარმართავს, რის შედეგადაც ადამიანს სულიერი სრულყოფისაკენ სწრაფვა ძალუძს. ფიზიკურ ვარჯიშს ჰათაიოგა ეწოდება, სულიერს კი – რაჯაიოგა. იოგა, როგორც ფილოსოფიური სისტემა, პატანჯალიმ დააფუძნა (ქრონოლოგია დაუზუსტებელია: ქრისტემდე III-II საუკუნეები ან, შესაძლოა, ქრისტეს შემდეგ V საუკუნე). პატანჯალის თანახმად, იოგას რვა საფეხური აქვს, თვითკონტროლიდან სულიერ ჩაღრმავებამდე, ანუ ტრანსამდე. იოგას ტექნიკა, გარდა ჰინდუიზმისა, ცნობილია, აგრეთვე, ჯაინიზმსა და ბუდჰიზმში.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9