A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იოა იობ იოგ იოე იონ იოს

იოსებელობა

It. Giuseppinizmo
ტერმინი აღნიშნავს იურისდიქციონალისტურ პოლიტიკას, რომელსაც იმპერატორი იოსებ II ავსტრიელი (1741-1790) ატარებდა. განმანათლებლობის ტენდენციათა მიმდევარი ეს იმპერატორი ეკლესიას განიხილავდა, როგორც „მხოლოდ ადამიანურ ინსტიტუტს“, რომლის ამოცანებიც აღმზრდელობითი და ზნეობრივი სფეროებით შემოიფარგლებოდა. ამიტომაც იმპერატორი თავის კანონიერ უფლებად მიიჩნევდა საკანონმდებლო საქმიანობის წარმართვას, აგრეთვე, საეკლესიო საკითხებთან დაკავშირებითაც. მან აკრძალა ყველა რელიგიური ორდენი, რომელიც სნეულთა დახმარებითა და აღმზრდელობითი საქმიანობით არ იყო დაკავებული, გააუქმა საეკლესიო ფორუმი, ჩამოაყალიბა საერთო სახელმწიფო სემინარიები, გამოსცა განკარგულებები მომლოცველობის შესახებ და ლიტურგიის დროს დასანთები სანთლების რაოდენობაც კი თავად განსაზღვრა. იოსებელობა სახელმწიფოებრივი ეკლესიის სისტემის კულმინაციურ მომენტად იქცა.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9