A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

ია იგ იე ივ ილ იმ ინ იო ირ ის იტ იუ იღ იხ იჯ
იუბ იუდ იურ

იურისდიქციონალიზმი

It. Giurisdizionalismo
სიტყვიდან იურისდიქციული. თეორია, რომელიც ემყარება სულიერ წესრიგსა და მიწიერ წესრიგს შორის განცალკევების მტკიცებას და, შედეგად, ეკლესიისა და სახელმწიფოს შესაბამის ძალაუფლებათა ერთმანეთისგან დაცალკევებას გულისხმობს. თუმცა რამე დაბრკოლების შემთხვევაში, იურისდიქციონალიზმის თანახმად, მსაჯულის ფუნქცია სახელმწიფომ უნდა იტვირთოს და მანვე უნდა განსაზღვროს სასულიერო და საეკლესიო სფეროსთან დაკავშირებული საკითხებიც. ისტორიულად ცნობილია აღმსარებლობითი (საფრანგეთის რევოლუციამდე) და აგნოსტიკური (XX საუკუნის დასაწყისამდე) ტიპის იურისდიქციონალიზმი. პირველ შემთხვევაში სახელმწიფო სარწმუნოების დამცველად აცხადებდა თავს და ერეოდა საეკლესიო საკითხებში, გამოთქვამდა ეკლესიის ერთიანობისა და ორგანულობის დაცვის, ეპისკოპოსთა დანიშვნის, საეკლესიო საქმეთა მართვაში ჩარევის პრეტენზიას ან ძალიან მაღალ გადასახადებს აწესებდა საეკლესიო ქონებაზე. აგნოსტიკური იურისდიქციონალიზმის დროს კი სახელმწიფო გულგრილობას, ანუ აგნოსტიკურ დამოკიდებულებას იჩენდა რელიგიური საკითხებისადმი და, ყველა მოქალაქისთვის რელიგიური თავისუფლების უზრუნველყოფის მიზნით, უარყოფდა ეკლესიის რამე მიწიერ ძალუფლებას და, ამავე დროს, სულიერ სფეროზე სახელმწიფოს რამე გავლენას.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9