A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კანონიკოსი

Etym. ბერძ. kanonikós „წესთა შესატყვისი“
It. Canonico
სასულიერო პირი, რომელიც საკათედრო ტაძრის ან კოლეგიის კაპიტულუმის წევრია. IV-დან VIII საუკუნემდე ქალაქში მცხოვრები სამღვდელოება საკრებულო ანუ კანონიკურ ცხოვრებას ეწეოდა საკათედრო სახლში და იმგვარი წესის მსგავს წესს მისდევდა, როგორიც მონაზონთათვის იყო დადგენილი (წმიდა ევსები ვერჩელიელი, წმიდა ავგუსტინე; კროდეგანგო მაგონცელი). ეს იქცა საკათედრო კაპიტულუმთა დასაბამად. IX საუკუნეში კარლოს დიდმა სამღვდელოების ყველა წარმომადგენელს საკრებულო ცხოვრება დაუწესა, ლუდოვიკო ღმრთისმოსავმა კი ყველა ეკლესიისთვის სავალდებულო გახადა ალმარიო მაგონცელის წესი. აქედან წარმოიშვა საეკლესიო კაპიტულუმები. თუმცა საკრებულო ცხოვრება დიდხანს არ გაგრძელდა, რადგანაც ჯერ ეპისკოპოსებმა, შემდეგ კი სამღვდელო პირებმა საერთო ქონებიდან გამოყვეს საკუთარი წილი, ან, ყოველ შემთხვევაში, მისგან მომდინარე შემოსავალი და დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყეს. აქედან მომდინარეობს დაყოფა რეგულარულ და სეკულარულ კანონიკოსებად: პირველთა საერთო ცხოვრება აღთქმითაა განსაზღვრული, მეორენი კი აღთქმას არ დებენ.
Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9