A C D E F G H I L M N O P Q R S T U V

კა კე კვ კი კლ კო კრ კუ
კაბ კაზ კათ კაი კალ კამ კან კაპ კარ კატ კაც

კაპელა

Etym. შუასაუკუნ. ლათ. cappella, რაც cappa-ს კნინობითი ფორმაა
It. Cappella
ა) საკულტო დანიშნულების მცირე ზომის საკრალური ნაგებობა, ცალკე მდგომი ან არქიტექტურული კომპლექსის (სასახლე, ეკლესია, ციხე-სიმაგრე, კოშკი...) შემადგენელი ნაწილი. ტერმინის სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ ტურის პატარა ეკლესიიდან, რომელშიც ინახავდნენ და თაყვანს სცემდნენ წმიდა მარტინეს მოსასხამს, ანუ cappa-ს. ამ ტიპის ნაგებობები აღმოსავლეთშიც არსებობდა და მათ სამარტვილენი ეწოდებოდა. სამლოცველოს (ეკვდერის) ფორმის ამ ნაგებობებში მოწამეთა ნაწილები ინახებოდა.

ბ) კაპელა ეწოდება აგრეთვე საგუნდო და ზოგჯერ ინსტრუმენტულ ჯგუფს, რომელიც პაპთან (სიქსტეს კაპელა), საკათედრო ტაძარში, სამეფო კარზე და ა.შ. ლიტურგიულ მსახურებაში მონაწილეობს.

Source: პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9